­

Ion GeneStudio™ S5 Prime სისტემა

კატალოგის ნომერი:   A38196

აღწერა:

Ion GeneStudio S5 Prime სისტემა წარმოადგენს ნახევარგამტარ პრინციპზე დაფუძნებულ ახალი თაობის სექვენირების (NGS) პლატფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა სექვენირება განხორციელდეს სწრაფი და მიზნობრივი პროტოკოლებით.

Ion GeneStudio S5 Plus სისტემა ლაბორატორიებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მცირე თუ დიდი მასშტაბის პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ონკოლოგიური კვლევები და შედარებით იშვიათად გამოყენებადი ექსპერიმენტები. კარტრჯის ფორმატის რეაგენტებით, სისტემა მარტივია გამოსაყენებლად და ამავდროულად გვთავაზობს მასშრაბურობას და მოქნილობას.

პლატფორმა იყენებს Ion 5 სერიის ჩიპებს ფართო სპექტრის, მაღალი წარმადობის სექვენირების ექსპერიმენტების ჩასატარებლად როგორც კლინიკური, ასევე სამეცნიერო მიზნებისთვის, მათ შორის მიკრობთა გენომების სექვენირება, გენური პანელების, ექსონების და ტრანსკრიპტომების სექვენირება.

ირითადი მახასიათებლები:

  • ჩიპის შერჩევის შესაძლებლობა (Ion 510–550 ჩიპი),  რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს და გვთავაზობს მაღალ წარმადობას, როცა საჭიროა 2-დან 130 მლნ-მდე რიდის გენერირება თითოეულ რანში;
  • ექსპერიმენტის დაწყების შემცირებული დრო და კომპლექსურობა კარტრიჯების ფორმატის რეაგენტების მეშვეობით;
  • რეაქციის სრული ანალიზი რამოდენიმე საათში.

Ion GeneStudio S5 სერიები
Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორები იზიარებს ერთსა და იმავე ფუნდამენტურ ტექნოლოგიას და სითხის სისტემის დიზაინს აღნიშნული სერიის სამივე ინსტრუმენტში: Ion GeneStudio S5 სისტემა,  
Ion GeneStudio S5 Plus სისტემა და Ion GeneStudio S5 Prime სისტემა. უპირველესი განსხვავება აღნიშნულ სამ სისტემას შორის არის სექვენირების ანალიზის დრო.

სისწრაფე
Ion GeneStudio S5 სერიები მაქსიმალური ოპტიმიზებით იყენებს ნახევარგამტარი სექვენირების ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას სექვენირების მაღალი ხარისხის მონაცემები რამოდენიმე საათში, კერძოდ, ბიბლიოთეკის მომზადებიდან - მონაცემნთა მიღებამდე მხოლოდ 24 საათში, რომლის განმავლობაში ხელით მუშაობის ხანგრძლოვობა 45 წუთს შეადგენს (Ion Chef სისტემის გამოყენებით).

სიმარტივე
სისტემის ინსტალაცია შესაძლებელია ერთ დღეში, ინტერფეისი მარტივია მომხმარებლისთვის, ხოლო რეაგენტები კარტრიჯების ფორმატში Ion GeneStudio S5 სერიის სექვენატორების გამოყენების სიმარტივეს განაპირობებს.

ნიმუშის მცირე მოცულობის საჭიროება
დნმ-ის მცირე რაოდენობის ნიმუშის არსებობისას, როცა ნიმუში რთულად მოსაპოვებელია ან მისი მიღება ხდება ფორმალინით-დაფიქსირებული პარაფინიზირებული ქსოვილური ნიმუშებიდან (FFPE), ასევე უჯრედგარე დნმ-ის ნიმუშების (cfDNA) შემთხვევაში, გართულებულია სექვენირების განხორციელება. ამრიგად, Ion AmpliSeq ტექნოლოგიით და Ion GeneStudio S5 სერიებით, ჩვენ შეგვიძლია ნიმუში გამოვიყენოთ მეტად მცირე მოცულობით, როგორიცაა 1 ng დნმ ან რნმ.