­

Ion S5™ XL სისტემა

 

კატალოგის ნომერი:  A27214

აღწერა:

Ion S5™ XL ახალი თაობის სექვენირების სისტემა დახვეწილი პროგრამით, უზუნველყოფს სანდო შესრულებას და უმაღლეს სისწრაფეს კვლევით თუ კლინიკურ ლაბორატორიაშისისტემა ნახევარგამტარი სექვენირების ტექნოლოგიით და მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფით როგორც პერსონალური კომპიუტერის, ასევე Torrent - ის სერვერის გამოყენებით, განაპირობებს სექვენირების მაღალი ხარისხის მონაცემების გენერირებას მხოლოდ 2.5 საათში.

Ion S5 XL სისტემა მარტივია გამოსაყენებლად კარტრიჯების ფორმატის რეაგენტებით, ხასიათდება მაღალი წარმადობით და მოქნილობით, რაც შესაძლებელს ხდის განხორციელდეს მიკრობული გენომების, გენეტიკური პანელების, ექსონების და ტრანსკრიპტომების სექვენირება მოვახდინოთ 5-ე სერიის ჩიპების გამოყენებით.

სისწრაფე
Ion GeneStudio S5 სერიის პლატფორმაში ნახევარგამტარი სექვენირების ტექნოლოგია მაქსიმალურად არის ოპტიმიზებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას სექვენირების მაღალი ხარისხის მონაცემები რამოდენიმე საათში. ამრიგად, ბიბლიოთეკის მომზადებიდან მონაცემნთა მიღებამდე მხოლოდ 24 საათია, რომლის განმავლობაში ხელით მუშაობის ხანგრძლოვობა 45 წუთს შეადგენს (Ion Chef სისტემის გამოყენებით).

სიმარტივე
სისტემის ინსტალაცია შესაძლებელია ერთ დღეში, ინტერფეისი მარტივია მომხმარებლისთვის, ხოლო რეაგენტები კარტრიჯის ფორმატში, Ion S5 XL სერიის სექვენატორების გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს.

ნიმუშის მცირე მოცულობის საჭიროება
დნმ-ის მცირე რაოდენობის ნიმუშის არსებობისას, როცა ნიმუში რთულად მოსაპოვებელია ან მისი მიღება ხდება ფორმალინით-დაფიქსირებული პარაფინიზირებული ქსოვილური ნიმუშებიდან (FFPE), ასევე უჯრედგარე დნმ-ის ნიმუშების (cfDNA) შემთხვევაში, გართულებულია სექვენირების განხორციელება. Ion AmpliSeq ტექნოლოგიით და Ion S5 XL სერიებით, ჩვენ შეგვიძლია ნიმუში გამოვიყენოთ მეტად მცირე მოცულობით, როგორიცაა 10 ng დნმ ან რნმ.

ანალიზის და მონაცემთა დაარქივების სიმარტივე
Torrent Suite და Ion Reporter კომპიუტერული პროგრამები ამარტივებს ახალი თაობის სექვენირებას როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მკვლევარისთვის.