3500 გენეტიკური ანალიზატორი
კატალოგის ნომერი: 4405673
აღწერა:
3500 გენეტიკური ანალიზატორი წარმოადგენს სექვენირების 8-კაპილარიან სისტემას, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი უნაკლო შესრულებისა და ექსპერიმენტების მარტივი კონტროლისთვის.
პაკეტი მოიცვს 8-კაპილარიან ინსტრუმენტს, 3500 სერიის მონაცემთა შემკრებ პროგრამას და Dell™-ის პერსონალურ კომპიუტერს.
3500 სერიის მონაცემთა შემკრები პროგრამა საშუალებას იძლევა განხორციელდეს სექვენირება და ფრაგმენტული ანალიზი, რომელთა შემდგომი ანალიზისთვის საჭიროა დამატებითი პროგრამები (არ შედის პაკეტის შემადგენლობაში).
3500 გენეტიკური ანალიზატორის მახასიათებლებია:
- 8-კაპილარიანი სისტემა, რომელიც შესაძლოა მარტივად გარდაიქმნას 24 კაპილარიან სისტემად;
 - ერთ-ზოლიანი, 505 nm, მყარ-ფუძიანი, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობის მქონე ლაზერი, რომელიც იყენებს ელექტროენერგიის სტანდარტული მიწოდების სისტემას;
 - მძლავრი, ინტეგრირებული მონაცემთა შეკრების და პირველადი ანალიზის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხის პირველად შეფასებას;
 - დახვეწილი მულტიპლექსირების შესაძლებლობები დნმ-ის ფრაგმენტული ანალიზისთვის 6 უნიკალური საღებავის გამოყენებით;
 - რეაქციის აწყობის, ოპერირების და აპარატის მოვლის პროცედურების სიმარტივე.
 

სპეციფიკაციები:
| ანალიზის პროგრამა: | GeneMapper® პროგრამა, სექვენირების ანალიზის პროგრამა, Variant Reporter® პროგრამა | 
| კაპილარის სიგრძე: | 36 სმ, 50 სმ | 
| თავსებადი პოლიმერები: | POP-4™, POP-6™, POP-7™ | 
| გარე კომპიუტერი: | მყარი დისკი: 2x 500GB SATA 3.0 Gb/s და 8 MB Data Burst Cache, მეხსიერება: 16 GB (2x 8GB) 1600 MHz DDR3 Non-ECC. 4th Gen Intel Core I7 Processor- 3.1 GHz Turbo Processor, ოპერირების სისტმა: Windows 7 SP1 | 
| ფორმატი: | 8-ფოსოიანი სტრიპები, 96-ფოსოიანი ფლეითი | 
| ოპერაციული სისტემა: | Win 7 | 
| პროდუქტის ზომა: | 1 სისტემა | 
| ტრანსპორტირების პირობები: | ოთახის ტემპერატურა | 
| წარმადობა: | 368 ნიმუშამდე დღის განმავლობაში (ShortReadSeqPOP7-რან მოდულის გამოყენებით) | 
| წონა: | 82 კგ (დაახლოებით) | 
3500 სერიის გენეტიკური ანალიზატორები
- სიზუსტე
 
ყველაზე ფართოდ გამოყენებად და სანდო სანგერის სექვენირების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენატორები - 3500 სერიის გენერიკური ანალიზატორები შექმნილია მაღალი აკურატულობის და სიზუსტის მისაღწევად.
- მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება
 
აპარატის ოპერირების ელექტრონული კონტროლი ინტეგრირებული პროგრამით საშუალებას იძლევა მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს კონცენტრირებული ექსპერიმენტის შედეგზე. 3500 სერიის ანალიზატორები იძლება ავტომატური ოპერირების, მარტივად ინსტალირებადი სახარჯი მასალების გამოყენების შესაძლებლობას.
- მოქნილობა
 
პლარფორმის საშუალებით შესაძლებელია ფართო სპექტრის ექსპერიმენტების განხორციელება, მათ შორის de novo სექვენირება და რე-სექვენირება (მუტაციების პროფილირება), მიკროსატელიტური ანალიზი, MLPA, AFLP, LOH, MLST და SNP ვალიდაცია ან სკრინინგი.
Applied Biosystems™ - 3500 და 3500xL გენეტიკური ანალიზატორები და შესაბამისი აღჭურვილობა
- 
	
კაპილარული ელექტროფორეზის ინსტრუმენტი;
 - 8-კაპილარიანი (3500) ან 24- კაპილარიანი (3500xL) სისტემები პოლიმერით;
 - დნმ-ის სექვენირების და/ან ფრაგმენტული ანალიზის რეაგენტები და სახარჯი მასალები სისტემის სრულყოფისთვის;
 - Dell™-ის კომპიუტერი სამუშაო არისთვის;
 - ინტეგრირებული პროგრამა ინსტრუმენტის კონტროლის, მონაცემთა შეკრების, ხარისხის კონტროლის, ნიმუშების basecalling - ისა და ფრაგმენტთა ავტო-ანალიზისთვის;
 - წინასწარ მომზადებული სახარჯი მასალების პაკეტები 3500 გენეტიკურ ანალიზატორს დღეისთვის არსებულ ანალოგიურ ტექნიკასთან შედარებით ანიჭებს მაქსიმალურ სიმარტივეს მომხმარებლისთვის;
 - 3500 მონაცემთა შემკრები პროგრამა გვთავაზობს ექსპერიმენტის ინტუიტიური მართვის შესაძლებლობას, მათ შორის:
	
- მარტივად წასაკითხი გრაფიკული ინტერფეისი დამხმარე რეაგენტების მარაგის საკონტროლოდ;
 - დიზაინი, რომელიც ამარტივებს სარეაქციო არის აწყობას, მონაცემთა შეკრებას და მათი ანალიზის განხორციელებას;
 
 - 3500 სერიის ანალიზატორები მარტივია ინსტალაციის და ოპერირების მხრივ;
 - 505 nm - აგზნების ლაზერის ტექნოლოგია და თერმული დიზაინი მაქსიმალურად ამცირებს აპარატის ზომას.
 
| 
			 მახასიათებელი  | 
			
			 უპირატესობა  | 
		
| 
			 RFID  | 
			
			 ინსტრუმენტი ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას სწორი პროდუქტის გამოყენების და მათი ვადების შესახებ  | 
		
| 
			 SAE  | 
			
			 უსაფრთხოება, აუდიტი და ელექტრონული ხელმოწერის გენერირების შესაძლებლობა სახელმწიფო რეგულაციების მაქსიმალური დაცვისთვის  | 
		
| 
			 8-კაპილარიანი ან 24-კაპილარიანი მოდელები  | 
			
			 შეარჩიეთ ინსტრუმენტი თქვენი ლაბორატორიის მოთხოვნების შესაბამისად  | 
		

