­

StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში

კატალოგის ნომერი: 4376357

აღწერა:

StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში წარმოადგენს 48-ფოსოიანი ბლოკის მქონე აპარატს, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მომხმარებლისთვის. სისტემის კონფიგურირება შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა სახით. StepOne აღჭურვილია მონაცემთა ინტუიტიური ანალიზისა და ინსტრუმენტის მართვის პროგრამებით.

სისტმა მოიცავს მძლავრ, LED-ტიპის 3-ფერიან ოპტიკურ ჩამწერს, რომელიც იძლევა ზუსტ, რაოდენობრივ პჯრ მონაცემებს სხვადასხვა გენომური კვლევებისთვის;

The StepOne™  პჯრ სისტემა რეალურ დროში - მახასიათებლები:

  • დახვეწილი კომპიუტერული პროგრამა და მოწყობილობები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ფართო სპექტრის გენომური კვლევების განხორციელება.
  • სენსიტიური 3 - ფერიანი ოპტიკური LED  ჩამწერი სისტემა.
  • ინტუიტიური და მძლავრი სისტემა იდეალურია როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი პერსონლისთვის.
  • გამოსაყენებად მარტივი და მოქნილი ინსტრუმენტი.
  • ექსპერიმენტის დიზაინის სწრაფი და მარტივი შესაძლებლობა.

არნიშნული პჯრ სისტემა რეალურ დროში ხასიათდება მაქსიმალური სიმარტივით, აღჭურვილია LCD სენსორული ეკრანით და მარტივი ინტერფეისით, რაც უზრუნველყოფს გენეტიკური კვლევების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას პჯრ მეთოდით.

StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში მოიცავს სწრაფი ინიციალიზაციის ფუნქციას, ამრიგად შესაძლებელია რეაქციის გაშვება და მხოლოდ ამის შემდგომ ფლეითის შესახებ ინფორმაციის შეყვანა სისტემაში.

ფლუორესცენციის წაკითხვის სენსიტიური, LED-ტიპის  3-ფერიანი შესაძლებლობა
StepOne™ პჯრ სისტემა რეალურ დროში ხასიათდება LED-ტიპის ოპტიკური სისტემით, რომელიც იწერს FAM™/SYBR® Green, VIC®/JOE™, და ROX™ საღებავებიდან მიღებულ ინფორმაციას.

99,7 %-იანი სიზუსტე - TaqMan®  ექსპერიმენტების შემთხვევაში.

სისტემა იდეალურია მრავალი ტიპის გენომური ანალიზის ჩასატარებლად:

  • SNP გენოტიპირება;
  • გენთა ექსპრესიის ანალზი;
  • მიკრო რნმ-თა ექსპრესია;
  • ტრანსლოკაციების ანალზი;
  • გენთა დეტექცია;
  • ვირუსული ინფექციის ანალზი.

StepOne™ -ის კომპიუტერული პროგრამა სხვადასხვა ტიპის ანალიზის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის:

  • სტანდარტული მრუდი (აბსოლუტური რაოდენობრივი ანალიზი);
  • ფარდობითი სტანდარტული მრუდი;
  • შედარებითი Ct (ΔΔCt) (შედარებითი რაოდენობრივი ანალზი);
  • გენოტიპირება და თვისობრივი ანალიზი;
  • ლღვობის მრუდის ანალიზი;
  • მაღალი რეზოლუციის ლღვობის მრუდი (საჭიროა დამატებითი პროგრამა).

 

სპეციფიკაცია:

კალიბრირებული საღებავი:

FAM™, JOE™, ROX™, SYBR® Green I, VIC®

ტევადობა:

1 x 48-ფოსოიანი ფლეითი, 48 x 0.1 ml ტუბები

დეტექციის მეთოდი:

პრაიმერ-პრობის დეტექცია, SYBR green

ზომები:

24.6 სმ/9.7 in.(W) x 42.7 cm/16.8 in.(D) x 51.2 სმ/20.2 in.(H)

ფორმატი:

0.1 მლ. ტუბები, 48-ფოსოიანი ფლეითი

მაღალი წარმადობის შესაძლებლობა:

მულტიპლექსირება

ოპტიკა:

3 ემისიის ფილტრი, LED, ფოტოდიოდი

პასიური საკონტროლო საღებავი:

ROX-ის გარეშე, ROX (წინასწარ შერეული), ROX (ცალკეული ტუბი)

ბლოკის ტემპერატურის ცვლილება დროში:

4.6°C ⁄ წამი

პროდუქტის ხაზი:

StepOne™

პროდუქტის ზომა:

1 აპარატი

რეაქციის სიჩქარე:

სწრაფი, სტანდარტული

სარეაქციო არის მოცულობის დიაპაზონი:

10-30 µl (სტანდარტული მრუდის ექსპერიმენტები: 40 µl - ვალიდირებულია სტანდარტულ რეჟიმის შემთხვევაში)

რანის დრო:

<2 სთ ⁄ რეაქცია (სტანდარტული რეჟიმი), <40 წუთი ⁄ რანი (სწრაფი რეჟიმი)

ნიმუშის ტემპერატურის ცვლილება დროში:

სწრაფი რეჟიმი: ± 2.2°C ⁄ წამი, სტანდარტული რეჟიმი: ± 1.6°C ⁄ წამი

სენსიტიურობა:

1 ასლი

ტემპერატურული სიზუსტე:

0.25°C (35 - 95°C)

ტემპერატურული დიაპაზონი:

4-100°C

ტემპერატურული ერთგვაროვნება:

0.25°C (35 - 95°C)

თერმული ციკლირების სისტემა:

Peltier-სისტემა

წონა:

23.6 kg (52 lbs.)