­

Qubit 4 ფლუორომეტრი

 

კატალოგის ნომერი: Q33226

აღწერა:

ქუბიტი 4 ფლუორომეტრი წარმოადგენს Qubit-ის პოპულარული ფლუორომეტრების უახლეს ვერსიას, რომელიც შექმნლინია დნმ-ის და რნმ-ის კონცენტრაციის მაღალი სიზუსტით გასაზომად, ცილის რაოდენობრივი ანალიზის, რნმ-ის ხარისხობრივი ანალიზისთვის მაღალსენსიტიური Qubit -ექსპერიმენტების საშუალებით. Qubit 4 ფლუორომეტრი და რნმ IQ საქსპერიმენტო კიტი კომპლექტში მუშაობისას აკურატული ანალიზის შესაძლებლობას იძლევა, ამავდროულად შესაძლებელია დეგრადირებული რნმ-ის განსხვავება ინტაქტურისგან მხოლოდ ორი მარტივი ეტაპის განხორციელებით.

Qubit -ის ყველა ექსპერიმენტში სამიზნე მოლეკულის კონცენტრაცია და ხარისხი რეპორტირდება ფლუორესცენტული საღებავით, რომელიც სიგნალს იძლევა  მხოლოდ სამიზნესთან დაკავშირების შემთხვევაში, რის გამოც კონტამინაციის შედეგად გამოწვეული ეფექტები მინიმალიზებულია. მარტივად გამოსაყენებელი სენსორული ეკრანი და მენიუ ამარტივებს ექსპერიმენტის შერჩევის პროცესს და იძლევა შედეგებს რამოდენიმე წამში.

Qubit ფლუორომეტრის ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:

  • სწრაფი და მაღალაკურატული რაოდენობრივი ანალიზი დნმ-ის, რნმ-ის და ცილის შემთხვევაში მხოლოდ სამ წამში თითოეული ნიმუშისთვის;
  • რნმ-ის ნიმუშს გაზმოვა 5 წამზე ნაკლებ დროში თითოეული ნიმუშისთვის;
  • მაღალი სიზუსტე ნიმუშის მხოლოდ 1–20 μL მოცულობის გამოყენებისას, თუნდაც ძალიან დაბალკონცენტრირებული ნიმუშების შემთხვევაში;
  • რეაგენტების მოცულობის კალკულაციის ინტეგრირებული პროგრამა სწრაფად აგენერირებს Qubit -ზე სამუშაო რეაგენტების მომზადების ინსტრუქციებს;
  • შესაძლებელია 100-მდე ნიმუშის შესახებ ინფორმაციის შენახვა;
  • დიდი ზომის, 5.7-ინჩიანი ფერადი, სენსორული ეკრანი სამუშაოს მიმდინარეობის მარტივად სამართავად;
  • მცირე ზომა ზოგავს ადგილს ლაბორატორიაში;
  • ყველაზე ხშირად გამოყენებადი ექსპერიმენტების პროტოკოლების შენახვის, ახალი პროტოკოლების დამატების  შესაძლებლობა;
  • სამუშაო ენის არჩევანის შესაძლებლობა, მათ შორის: ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, გამარტივებული ჩინური და იაპონური ენები.

სისტემის სპეციფიკაციები:

  • ინსტრუმენტის ზომები 5.4"(w) x 10" (l) x 2.2" (h) (13.6 cm x 25 cm x 5.5 cm)
  • წონა: 743 g
  • მოქმედების დრო: ≤წამები/ნიმუში
  • სინათლის წყარო: ლურჯი LED (მაქს.~470 nm), წითელი LED (მაქს.~635 nm)
  • აგზნების ფილტრები:  ლურჯი (430–495 nm), წითელი (600–645 nm)
  • გამოსხივების ფულტრები: მწვანე (510–580 nm), წითელი (665–720 nm)
  • დეტექტორები: ფოტოდიოდები, გაზომვის შესაძლებლობა 300-დან –1,000 nm-მდე
  • ინიციალიზაციის დრო: <35 წამი
  • USB drive: 4 GB